Wednesday 27 April 2011

Mangalicanga

მსხვილ ქალაქებში რთული საგზაო სიტუაციისადმი მორიგი პასუხია კონცეპტ-ავტომობილი Mangalicanga. თუმცა, კონცეპტ-ავტომობილი — ხმამაღალი ნათქვამია, სერიოზულ მანქანას აუცილებელი არაა მოწინავე ელექტრონიკა და სარბოლო ელექტროძრავი ჰქონდეს. არა, ამჯერად საქმე მოკრძალებულ ორადგილიან ველომობილთან გვაქვს.
ველომობილის Mangalicanga ძარა საშუალო ავტომობილის სიგანეზე პრაქტიკულად ორჯერ ნაკლებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გზის ერთ ხაზში ერთდროულად ორი ასეთი მანქანა ეტევა. ამას გარდა, ბოლოდროინდელ ეკოლოგიურ მოთხოვნებსაც პასუხობს, რადგან Mangalicanga-ს მხოლოდ ადამიანის კუნთების ძალა ამოძრავებს; შესაბამისად, არ გამოიყენება არც საწვავი, არც ელექტრობა. კონცეპტის ავტორი უნგრელი დიზაინერი დავიდ რაფაია (David Raffai).


ბიბლიოგრაფია


No comments:

Post a Comment