Wednesday 27 April 2011

ტექნოლოგიის დარგები

Wii Trailer 1

Mangalicanga

მსხვილ ქალაქებში რთული საგზაო სიტუაციისადმი მორიგი პასუხია კონცეპტ-ავტომობილი Mangalicanga. თუმცა, კონცეპტ-ავტომობილი — ხმამაღალი ნათქვამია, სერიოზულ მანქანას აუცილებელი არაა მოწინავე ელექტრონიკა და სარბოლო ელექტროძრავი ჰქონდეს. არა, ამჯერად საქმე მოკრძალებულ ორადგილიან ველომობილთან გვაქვს.
ველომობილის Mangalicanga ძარა საშუალო ავტომობილის სიგანეზე პრაქტიკულად ორჯერ ნაკლებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გზის ერთ ხაზში ერთდროულად ორი ასეთი მანქანა ეტევა. ამას გარდა, ბოლოდროინდელ ეკოლოგიურ მოთხოვნებსაც პასუხობს, რადგან Mangalicanga-ს მხოლოდ ადამიანის კუნთების ძალა ამოძრავებს; შესაბამისად, არ გამოიყენება არც საწვავი, არც ელექტრობა. კონცეპტის ავტორი უნგრელი დიზაინერი დავიდ რაფაია (David Raffai).


ბიბლიოგრაფია


Flexiphone

All cellphones should charge up in 30 seconds like the FlexiphoneFlexiphone წარმოადგინა ბრიტანელმა დიზაინერმა ფილიპ პირსმა (Philip Pearce), კონცეპტის სახელია Flexiphone. ამ მოწყობილობის ყველაზე უმნიშვნელო შესაძლებლობა დრეკადი კორპუსია; მომხმარებელს ტელეფონისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეუძლია მაქსიმალურად კომფორტული მუშაობისთვის. Flexiphone-ის მეორე ღირსება, უეჭველად განსაკუთრებული აკუმულატორია, რომელიც კომპანიის NEC მიერაა შექმნილი. ეს «ორგანული ბატარეა» პრაქტიკულად მყისიერად იტენება, პროცესი სულ რაღაც 30 წამს გრძელდება. ტელეფონის მესამე ღირსება კი დამცავი დაფარვაა. ეს არ არის დღეისათვის მოდური Gorilla Glass, არამედ ნამდვილი გრაფენი, რომლის თვისებები აქამდე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ყველაფერ ამასთან ერთად, ტელეფონი წყალგაუმტარ კორპუსშია მოთავსებული; გათვალისწინებული აგრეთვე გარე მისაერთებელი მოდულები კლავიატურა და დინამიკი.